გჭირდება დახმარება? დაგვიკავშირდით: +995 533 33 22 04 artbike.info@gmail.com
End of Content.
შესვლა
No Products in the Wishlist
თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.
თბილისი: პროდუქციის მიწოდება ხორციელდება შეკვეთის დადასტურებიდან 24-48 საათის განმავლობაში.
რეგიონები: საქართველოს მასშტაბით მიწოდება ხორციელდება 3-5 სამუშაო დღეში.
მიწოდება ხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები არ ითვლება სამუშაო დღეებად.
მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ნივთის წონასა და მისამართზე. ზუსტი ფასი აისახება ანგარიშსწორების (Checkout) გვერდზე შეკვეთის დასრულებამდე.
ნივთის ჩაბარება ხდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე.
ნივთის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია, კურიერის თანდასწრებით, ვიზუალურად დაათვალიეროს შეფუთვა და პროდუქტი.
თუ ნივთს აღენიშნება ტრანსპორტირებისას მიღებული მექანიკური დაზიანება, მომხმარებელმა არ უნდა ჩაიბაროს იგი, უნდა გადაუღოს ფოტო დაუყოვნებლივ და დაგვიკავშირდეს ნომერზე: +995533332204. ჩაბარების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ვიზუალურ დეფექტებზე პრეტენზია აღარ მიიღება.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი მიწოდების დაგვიანებაზე, თუ ეს გამოწვეულია მომხმარებლის მიერ არასწორი მისამართის/ტელეფონის მითითებით ან ფორსმაჟორული გარემოებებით (რთული მეტეოროლოგიური პირობები, გზებზე არსებული შეფერხებები და ა.შ.).
მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნივთის დაბრუნება ან შეცვლა მისი ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
დაბრუნების საფუძველი შეიძლება იყოს: ქარხნული წუნი, შეკვეთილ მოდელთან შეუსაბამობა ან ტრანსპორტირებისას მიღებული დაზიანება (რომელიც დაფიქსირდა ჩაბარების მომენტში).
მდგომარეობა: ნივთი უნდა იყოს პირვანდელ მდგომარეობაში, ყოველგვარი დაზიანებისა და ხმარების კვალის გარეშე (საბურავები უნდა იყოს სუფთა, კორპუსი ნაკაწრების გარეშე).
შეფუთვა: აუცილებელია ორიგინალი შეფუთვის, ყველა თანმხლები დეტალის, აქსესუარის და საგარანტიო ფურცლის შენარჩუნება.
შემოწმება: ნივთის დაბრუნებისას, “Art BikeKids/არტბაიკ კიდსი” იტოვებს 48 საათს პროდუქტის ტექნიკური მდგომარეობის შესამოწმებლად. თუ დადგინდა, რომ დეფექტი გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით, ნივთი უკან არ დაიბრუნება.
ნივთის დაბრუნების პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადახდილი თანხა დაუბრუნდება მომხმარებელს 5-დან 10 სამუშაო დღის ვადაში.
თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ იმავე საბანკო ანგარიშზე/ბარათზე, საიდანაც განხორციელდა გადახდა.
ტრანსპორტირების (მიწოდების) საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაბრუნების მიზეზი ქარხნული წუნია.
ნივთის გამყიდველთან ტრანსპორტირების ხარჯს ფარავს მომხმარებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასტურდება ქარხნული დეფექტი ან კომპანიის მხრიდან დაშვებული შეცდომა (მაგ: არასწორი მოდელის გამოგზავნა).