გჭირდება დახმარება? დაგვიკავშირდით:  +995 533 33 22 04 artbike.info@gmail.com

Edit Template

    No Products in the Wishlist

მიწოდების პირობები
 
  • თბილისი: პროდუქციის მიწოდება ხორციელდება შეკვეთის დადასტურებიდან 24-48 საათის განმავლობაში.

  • რეგიონები: საქართველოს მასშტაბით მიწოდება ხორციელდება 3-5 სამუშაო დღეში.

  • მიწოდება ხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები არ ითვლება სამუშაო დღეებად.

  • მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია ნივთის წონასა და მისამართზე. ზუსტი ფასი აისახება ანგარიშსწორების (Checkout) გვერდზე შეკვეთის დასრულებამდე.

  • ნივთის ჩაბარება ხდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე.

  • ნივთის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია, კურიერის თანდასწრებით, ვიზუალურად დაათვალიეროს შეფუთვა და პროდუქტი.

  • თუ ნივთს აღენიშნება ტრანსპორტირებისას მიღებული მექანიკური დაზიანება, მომხმარებელმა არ უნდა ჩაიბაროს იგი, უნდა გადაუღოს ფოტო დაუყოვნებლივ და დაგვიკავშირდეს ნომერზე: +995533332204. ჩაბარების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ვიზუალურ დეფექტებზე პრეტენზია აღარ მიიღება.

  • კომპანია არ არის პასუხისმგებელი მიწოდების დაგვიანებაზე, თუ ეს გამოწვეულია მომხმარებლის მიერ არასწორი მისამართის/ტელეფონის მითითებით ან ფორსმაჟორული გარემოებებით (რთული მეტეოროლოგიური პირობები, გზებზე არსებული შეფერხებები და ა.შ.).

ნივთის დაბრუნებისა და თანხის ანაზღაურების წესი
  • მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნივთის დაბრუნება ან შეცვლა მისი ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.

  • დაბრუნების საფუძველი შეიძლება იყოს: ქარხნული წუნი, შეკვეთილ მოდელთან შეუსაბამობა ან ტრანსპორტირებისას მიღებული დაზიანება (რომელიც დაფიქსირდა ჩაბარების მომენტში).

  • მდგომარეობა: ნივთი უნდა იყოს პირვანდელ მდგომარეობაში, ყოველგვარი დაზიანებისა და ხმარების კვალის გარეშე (საბურავები უნდა იყოს სუფთა, კორპუსი ნაკაწრების გარეშე).

  • შეფუთვა: აუცილებელია ორიგინალი შეფუთვის, ყველა თანმხლები დეტალის, აქსესუარის და საგარანტიო ფურცლის შენარჩუნება.

  • შემოწმება: ნივთის დაბრუნებისას, “Art BikeKids/არტბაიკ კიდსი” იტოვებს 48 საათს პროდუქტის ტექნიკური მდგომარეობის შესამოწმებლად. თუ დადგინდა, რომ დეფექტი გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით, ნივთი უკან არ დაიბრუნება.

  • ნივთის დაბრუნების პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადახდილი თანხა დაუბრუნდება მომხმარებელს 5-დან 10 სამუშაო დღის ვადაში.

  • თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ იმავე საბანკო ანგარიშზე/ბარათზე, საიდანაც განხორციელდა გადახდა.

  • ტრანსპორტირების (მიწოდების) საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაბრუნების მიზეზი ქარხნული წუნია.

  • ნივთის გამყიდველთან ტრანსპორტირების ხარჯს ფარავს მომხმარებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასტურდება ქარხნული დეფექტი ან კომპანიის მხრიდან დაშვებული შეცდომა (მაგ: არასწორი მოდელის გამოგზავნა).

მომსახურე სუბიექტი:

ი/მ დიმიტრი ჯანყარაშვილი

საიდენტიფიკაციო ნომერი: 01013031436

ტელ: +995 533 33 22 04

საფირმო სახელწოდება: "artbikekids/არტბაიკ კიდსი"

იურიდიული მისამართი: ვარკეთილი 3,2მკ/რ, კორპ 2ბ

დაგვიკავშირდით:

+995 533 33 22 04